მთავარი : ჯორჯიან ქარდბოარდ

ძიება

აირჩიეთ პროდუქტის ტიპი

დაგვირეკეთ: (+995 032)2 76 82 01; 2 76 81 74(თბილისი, საქ.)

გოფრირებული მუყაოს ნებისმიერი ტიპის შეფუთვა

მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი, მორგებული დამკვეთის მოთხოვნებზე

ვრცლად

ჩვენი პროდუქტი

გოფრირებულ მუყაოს, C, D, E (მიკრო გოფრა) პროფილის ორ და სამ შრიანი ფურცლები, აგრეთვე ნებისმიერი კომფიგურაციის სამ და ხუთ შრიანი ყუთები

რაში გამოიყენება ჩვენი პროდუქცია

გოფრირებული მუყაოსგან დამზადებული შეფუთვა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული, გამოიყენება როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე მრეწველობაში.

გოფრირებული მუყაოს ფურცლების პარამეტრები

განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად, შესაფუთი პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით.

ვრცლად

გოფრირებული მუყაოს ფურცლები

უზრუნველყოფს პროდუქციის დაცვას მცირედი დაზიანებებისგან.

რაში გამოიყენება

პროდუქციის პირველადი შეფუთვისათვის ავეჯის წარმოებაში, საფენებად ან სეპარატორებად ყუთში განთავსებული პროდუქტის განცალკევებისათვის და ა.შ.

ტიხრების ზომა

განისაზღვრება დამკვეთის საჭიროების შესაბამისად, შესაფუთი პროდუქტის პარამეტრების მიხედვით.

ვრცლად

გოფრირებული მუყაოს ტიხარი (ე.წ. სეპარატორი)

უზრუნველყოფს ყუთში განთავსებული პროდუქციის განცალკევებასა და დამატებით დაცვას.

რაში გამოიყენება

ტიხრები ძირითადად გამოიყებება მსხვრევადი, ან ნაკლებად მყარი, პროდუქციის დასაცავად, როდესაც ყუთში თავსდება შუშის ან პლასტიკის ბოთლები, ან სხვა მსგავსი პროდუქტი.

გოფრირებული მუყაოს ყუთის პარამეტრები

მათ შორის შრეების რაოდენობა, სიმყარე და სხვა განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მასში განსათავსებელი პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით.

ვრცლად

მუყაოს ყუთები

უზრუნველყოფს პროდუქციის დაცვას გარემო ზემოქმედებისგან ტრანსპორტირებისა და დასაწყობებისას.

მარტივი ყუთები 

ნებისმიერ წარმოებაში გამოიყენება, შეფუთვის სხვა სახეობებთან შედარებით მათ გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები კერძოდ: სიმსუბუქე, სიმყარე, დაბალი ფასი, ეკოლოგიურობა და ა.შ.

რთული კომფიგურაციის ყუთის

ფორმა, ზომა, სიმყარე და სხვა პარამეტრები განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად, შესაფუთი პროდუქტის მახასიათებლების გათვალისწინებით.

ვრცლად

ე.წ. რთულ ყუთებს

როგორც წესი პროდუქციის დაცვასთან ერთად მისი მარტივი იდენტიფიცირების ფუნქციაც აკისრია, ყუთზე არსებული ჭრილის (ჭრილების) საშუალებით შესაძლებელია მისი შიგთავსის დანახვა.

რთული ყუთები ძირითადად

გამოიყენება საკონდიტრო, მეფრინველეობისა და ხორცის პროდუქტების წარმოებებში, თუმცა მათ ხშირად იყენებენ სხვა ტიპის წარმოებებშიც.

დაიცავით თქვენი პროდუქცია საიმედო და მიმზიდველი შეფუთვით

საქართველოში წარმოებამ და ვაჭრობამ საგრძნობლად იმატა, წარმოიშვა საჭიროება მეტი ნედლეულისა და თანმხლები მასალის გადაზიდვა-დასაწყობებისა, რამაც თავისმხრივ გაზარდა მოთხოვნილება ხარისხიან, იაფ, მრავალფეროვან, საიმედო შეფუთვაზე, როგორიცაა გოფრირებული მუყაოს ყუთები.

საქონლის რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა პროდუქტის კარგი შეფუთვა. ფაქტობრივად, იგი არის "მდუმარე გამყიდველი". შეფუთვა ასრულებს გასაღების ციკლს, არის მომხმარებლისათვის საქონლის ყიდვის სასარგებლოდ ნათქვამი უკანასკნელი არგუმენტი, გამოიყენება დამატებითი დაცვისათვის ტრანსპორტირება-დასაწყობების პროცესში, მისი სავაჭრო სახის შენარჩუნების მიზნით, ამავე დროს იძლევა როგორც საქონლის, ასევე მწარმოებლის იდენტიფიცირების საშუალებას.

ნათელია რომ გოფრირებული შეფუთვა და გოფრირებული ყუთი, არის მყარი საფუძველი წარმოებისათვის. ერთი შეხედვვით უმნიშვნელო, მაგრამ კეთილსინდისიერად შემსრულებული თავისი საქმისა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯორჯიან ქარდბოარდი"

დაფუძნდა 2009 წელს. მიუხედავად ჩვენი არსებობის ხანმოკლე ისტორიისა საწარმომ თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო, სტრატეგიულმა პარტნიორმა, რიმელიც მიისწრაფის თანასარგებლიანი თანამშრომლობისათვის.
"ჯორჯიან ქარდბოარდს" თავისი განვითარების ამ ეტაპზე წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ბაზარზე.

გთავაზობთ მაღალ ხარისხიან პროდუქციას, მორგებულს თქვენს მოთხოვნებზე

ჩვენი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და ხარისხიანად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის და ოდენობის შეკვეთა. ჩვენი პროდუქციის ხარისხი დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ და პრეტენზიულ დამკვეთსაც კი.