მთავარი : ჯორჯიან ქარდბოარდ

ძიება

აირჩიეთ პროდუქტის ტიპი

დაგვირეკეთ: (+995 032)2 76 82 01; 2 76 81 74(თბილისი, საქ.)

ჩვენი პროდუქტი

ჩვენი პროდუქტის უპირატესობა

გოფრირებულ მუყაოს, შეფუთვის სხვა სახეობებისგან განსხვავებით აქვს მთელი რიგი უპირატესობები, კერძოდ:

  • სიმყარე,
  • დარტყმითი დატვირთვებისადმი მაღალი მედეგობა,
  • დაბალი წონა,
  • მარტივი დასაწყობება,
  • შედარებით დაბალი ღირებულება,
  • დამკვეთისათვის სასურველი ინფორმაციის დატანის შესაძლებლობა,
  • ეკოლოგიური სისუფთავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გოფრირებული მუყაოს შეფუთვა მსოფლიოში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. შეფუთვის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მარტივია მისი ტრანსპორტირება-დასაწყობება, ვინაიდან ცარიელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთი არის დაკეცილი, სჭირდება მცირე სასაწყობე ფართი, ხოლო მის მუშა მდგომარეობაში მოყვანასა და მასში პროდუქციის განთავსებას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ცოდნა ან დამატებითი ხელსაწყობის გამოყენება, რაც თავის მხრივ ამცირებს საწარმოო ხარჯებს, ეს კი ნებისმიერი წარმოებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვაწარმოებთ გოფრირებული მუყაოს,  ნებისმიერი კომპიგურაციის, ფურცლებსა და ყუთებს;

  1. გოფრირებული მუყაოს ორ და სამ შრიანი ფურცლები;
  2. ე.წ. მარტივი (ოთხსარქველიანი) სამ შრიანი ყუთები;
  3. მარტივი ხუთ შრიანი ყუთები;
  4. რთული კომფიგურაციის ყუთები მათ შორის: საკონდიტრო ნაწარმის, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის და სხვა,

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სპეციალისტები, დაგეხმარებიან თქვენთვის ოპტიმალური შეფუთვის შერჩევაში.

შეფუთვაზე, დამკვეთის თანხმობით, დაიტანება მისთვის სასურველი ინფორმაცია, მაგალითად: ლოგო, მისამართი, პროდუქტის დასახელება და ა.შ. წინასწარ შეთანხმებული ფერთა შეხამებით.

ასევე შესაძლებელია სპეციალური გაძლიერებული ყუთების დამზადებაც.