კომპანიის ერთერთი პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მკაცრი იმპლემენტაცია. ჩვენი გუნდი ვუზრუნველვყოფთ უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო გარემოს შექმნას, თითოეული თანამშრომლისთვის, რეგულარულად ვაფასებთ რისკებს და ვიღებთ შესაბამის ზომებს ინციდენტების მინიმუმამდე დასაყვანად. კომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და მათ მუდმივ კონტროლზე, ხოლო თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება განსაზღვრული წესების მკაცრი დაცვა. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი სწავლების ორგანიზებას და ქცევის სტანდარტების დამკვიდრებას.